გიორგი ამაშუკელი საქმიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფება

23 ოქტომბერი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე  და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი -გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად, სამშენებლო კომპანია „ADO-G”-ის მიწვევით, აზერბაიჯანში გაემგზავრა.

ვიზიტის მიზანია  მშენებლობის უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. გიორგი ამაშუკელი და ვაჟა ფანჩულიძე სამშენებლო კომპანია ADO-G”-ის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ. გაეცნობიან იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომელსაც სამშენებლო კომპანია პროექტების განხორციელების პროცესში იყენებს,  თანამშრომლობის დამყარების მიზნით, შეხვდებიან კომპანიის ხელმძღვანელ პირებს.

კომპანია „ADO-G” 1998 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს შენობების, გზების, ესტაკადების, გემების, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების მშენებლობას.