თბილისში ახალი მეტროს მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია

30 ივნისი 2014

 მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა  ტენდერი  გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებას  ინფორმაცია მიაწოდეს.  მინისტრმა და ფონდის დირექტორის მოადგილემ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისკენ  მოუწოდეს. ამასთან, ხოკრიშვილმა და დარჩიაშვილმა საზოგადოებას  ის ვიზუალური მასალა გააცნეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება მეტრო მშენებლობის დასრულების შემდეგ.  

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობას პოლიტიკური ჭრილში იყენებენ და აცხადებენ, რომ პროექტი შეჩერებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად პროექტი წარმატებით ხორციელდება, თქვენ იცით რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე და 2 წელიწადში თბილისში ახალი, საერთაშორისო სტანდარტის  მეტროსადგური იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის და მოსახლების უსაფრთხო გადააგილების თვალსაზრისით“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობაზე  საერთაშორისო ტენდერი  გამოცხადდა, შესაბამისად, დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადების  წარდგენა 2 თვის განმავლობაში შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ფონდის მიერ  აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმდება  და ამის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია. რომლის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება. გამარჯვებულ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად  ორ წლიანი ვადა ექნება.

მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში გაჩერებული პროექტი იყო,  რომელიც სულ მალე ამოქმედდება და რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში.  თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბების რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2.6 კმმშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა -ფშაველას  გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა, რის შედეგადაც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი თანამედროვე სტანდარტის მეტრო მოემსახურება.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით  1985 წელს დაიწყო  და  1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისათვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს,  მეორე ხაზი კი  ამ დრომდე არ არსებობს. ვაჟა-ფშაველასა და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.

მშენებლობის შედეგად, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქლაქში არსებულ 22 მეტროსადგურს ახალი 23- სადგური დაემატება. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო ფირმამევროსტუდიომმოამზადა. პროექტს  გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. ქართული ექსპერტიზის გარდა, პროექტი დამოუკიდებელმა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა. პროექტის დეტალები ასევე შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან.

შეგახსნებეთ, რომ თბილისის მეტრო  1966 წელს გაიხსნა. დღეისათვის ის 2 ხაზისაგან შედგება საერთო სიგრძით 27 კმ. სულ დედაქალაქში ამჟამად 22 სადგური ფუნქციონირებს, 2016 წელს კი დედაქალაქს 23- თანამედროვე სტანდარტების ახალი მეტროსადგური დაემატება