მგფ-მა სოფელ ქსოვრისის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარა

26 ივნისი 2014

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით სოფელ ქსოვრისის ბაგა -ბაღის შენობისა და ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება  164,136.99 ლარია, რეაბილიტაციის ფარგლებში  გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი,  გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო კანალიზაცია და გაკეთდა ახალი საპირფარეშოები, დამონტაჟდა გამათბობელი. ამჟამად ქსოვრისის ბაგა-ბაღში 25 აღსაზრდელი დადის. რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში დამატებით 60 განაცხადი შევიდა. სამუშაოებზე 35-40 ადამიანი იყო დასაქმებული.