მსოფლიო ბანკმა კახეთში განხორციელებული პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი დააჯილდოვა

17 ივნისი 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვიცე-პრეზიდენტის ჯილდო მიიღეს. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან ჯილდოზე სულ 80 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთნაგნ 16 შეირჩა. მსოფლი ბანკმა ერთ -ერთ წარმატებულ პროექტადკახეთის რეგიონული განვითარების პროექტიდაასახელა, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა , მსოლფიო ბანკის მხრიდან კი პროექტს მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა უძღვებოდა.

 

დღეს ჩვენ ვზეიმობთ წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალმა, - “ერთობლივად განვახორციელეთ რეგიონული განვითარების პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. რაც მთავარია, ამ მუშაობას შედეგი მოაქვს, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე  მისი კონკრეტული მოქალაქეებისთვის”. 
მსოფლიო ბანკის ჯილდო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს - ელგუჯა ხოკრიშვილს, ფინანსთა მინისტრს- ნოდარ ხადურს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს- გიორგი სომხიშვილს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალს ფონდის ის თანამშრომელბი ესწრებოდნენ, რომლებიც პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული. დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.
გიორგი სომხიშვილმა, როგორც მსოფლიო ბანკის ასევე ფონდის თანამშრომლებს, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „კახეთის რეგიონული განვითარების პროგრამამიზნად კახეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ტურიზმის სექტორისა და სოფლის მურნეობის განვითარებას ისახავდა. სამადლობელ სიტყვაში, ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა განსაკუთრებით აღნიშნესკახეთის რეგიონული განვითარების პროგრამისმნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება. „მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან გამოცდილი და მცოდნე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები და ექსპერტები, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებაში და მე მათ მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო. ხოლო განსაკუთრებული მადლობა ამ ჯგუფის ლიდერს - ბატონ აჰმედს, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და პიროვნული თვისებებით, ასე წარმატებულად უძღვება საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს“ - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა. სამადლობელ სიტყვაში პროექტისა და ჯილდოს მნიშვნელობაზე ისუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა- “მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ბანკს ამ საპატიო ჯილდოსთვის. მოხარული ვარ, რომ წელს ერთ-ერთ საუკეთესო პროექტადკახეთის რეგიონული განვითარების პროექტი დასახელდა“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა, - „ეს პროექტი, თავისი არსით იყო პირველი სრულიად განსხვავებული, ნოვატორული და კომპლექსური პროექტი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი სახის პროექტები და ნოვატორული მიდგომები, რომელსაც ჩვენ ერთად ვნერგავთ, რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდას შეუწყობს ხელს.“