პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებზე საპროექტო და სამშენებლო კომპანიებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

30 აპრილი 2021

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების თაობაზე, საპროექტო და სამშენებლო კომპანიებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტისათვის 28 აპრილს გამოცხადდა.