თეთრიწყაროს და ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

21 აგვისტო 2020

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი გამოცხადდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. ფარცხისში 75 ბავშვზე გათვლილი და სოფ. წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე. ასევე, ტენდერია გამოცხადებული ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. აგარაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3943

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3937

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3934

სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოებიც. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება - მშენებლობა დაიწყო.

ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს.