დაგეგმილი პროექტების შესახებ ღია კარის დღე გაიმართება

15 მარტი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ  ველისციხეში  და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, 18 მარტს, 12 საათზე  სასტუმრო ,,რუმსში“ ღია კარის დღეს მართავს. შეხვედრაზე აღნიშნული პროექტებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დაგეგმილი პროექტირება-მშენებლობების პირობებს გაეცნონ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 52-55 საცხოვრებელი სახლის და სოფელ ველისციხის თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია; ქუთაისში 19 საუკუნის ისტორიული სახლებისა და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის, სტეფანწმინდაში ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიული სახლების, თელავში ისტორიულ შვიდ ბორცვს შორის დამაკავშირებელი მთავარი ქუჩის, ისტორიული ნაწილის ძირითადი ტურისტული მარშრუტის, თელავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და „ბატონის ციხის“ დასავლეთ ნაწილში მდებარე მოედნის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია; ლაღამის უბანში არსებული შენობების რესტავრაცია-რეკონსტრუქცია; უშგულის თემში სოფელ ჩვიბიანსა და სოფელ ჟიბიანში არსებული სვანური კოშკების და ჩაჟაშის 3 სვანური კოშკის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია.
პირველ ეტაპზე, დაგეგმილია აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.