ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

13 თებერვალი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ლუქსემბურგში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.  
2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაგეგმილი აქვს ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, ქვეყნის მაშტაბით ბაღების მშენებლობა.