თოჯინების მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

12 ნოემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მზიურის პარკის ტერიტორიაზე სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით,  ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ კონკურსის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტის დეტალებს. 

ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი მზიურის პარკის  რეაბილიტაციისთვის დიზაინსა და მშენებლობის პროექტს ახორციელებს. მზიურის პარკის განვითარებაში ერთერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი კომპონენტის გაჩენა, რომელიც პირველი იქნება საქართველოში და გულისხმობს თოჯინების მუზეუმის მშენებლობას. პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიას, საგანმანათლებლო ცენტრს და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებს. მუზეუმმა უნდა შეასრულოს ისტორიული, კულტურული, შემეცნებით-საგანმანათლებლო და სარეკრეაციო ცენტრის როლი.