საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 ივნისი 2018

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.  პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს გორისა-ჯალაურთას 6 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას. ასევე, მოეწყობა გაბიონები, ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი მილები და საგზაო ნიშნები.

პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და მოსახლეობას კომფორტულად შეუძლია გადაადგილება.