ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 56 მლნ ლარია. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ და მისმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დაათვალიერეს.

ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას, სანაპირო ზოლის  აღდგენას და დაზიანებული ბულვარის სრულ რეაბილიტაციას. ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.