ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1 თებერვალი 2018

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმაევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა. ახალი გზა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ზურაბ ალავიძემ სოფელ როდინაულის მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად დაათვალიერა. დღეიდან, სოფელ როდინაულის მაცხოვრებლებს  გაუადვილდებათ გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე  და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ.  

აღნიშნული გზის მონაკვეთი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებდა, ფაქტობრივად  გაუქმებული იყო და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. პროექტის შედეგადგაკეთდა მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა და მოწყობა. დაიგო ბეტონის საფარი, მოხდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, მდინარე ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.