წყალმომარაგების პროექტი დაბა ლაითურში აქტიურ ფაზაშია

8 სექტემბერი 2017

გურიაში, დაბა ლაითურში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
პროექტის ღირებულება 4 703 426 ლარია და  სამუშაოებზე 23 ადამიანია დასაქმებული.
დაბა ლაითურში წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე, ძველი ქსელი არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობას შორი მანძილიდან უწევდა წყლის მოტანა და მომარაგება. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება და 3300 ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი 2017 წლის ივლისში დაიწყო და  2018 წლის ნოემბერში დასრულდება.