მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება

12 სექტემბერი 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის 6.8 კმ-იანი გზის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნული გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელად წარმართვისთვის საჭიროა დროებითი გზების მოწყობა და მოძრაობის გადართვა.

გადართვების გამო შესაძლოა შეიქმნას საცობი, რის გამოც ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლობას გიხდით მოთმინებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთავის პირველი და მესამე მონაკვეთის 11 კმ-იანი გზის მშენებლობა  2016 წლის მაისში დაასრულა.