ასურეთში გზისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25 თებერვალი 2017

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შვაბების ქუჩისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორცხიელებს. სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. წლის ბოლომდე სოფელ ასურეთში ტერიტორია ქვაფენილით მოეწყობა, მოწესრიგდება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელები. ასურეთში მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გერმანული დასახლება იყო. სოფელში დღემდე შემორჩენილია გერმანული არქიტექტურის ნიმუშები - საცხოვრებელი სახლები და მარნები, ასევე ეკლესია და სასაფლაო. პროექტი საქართველოს მთავრობის დააფინანსებით ხორციელება.