შუხუთი-აცანა-მამათი, ძიმითის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

16 ივლისი 2013

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ გურიის რეგიონში შუხუთი-აცანა-მამათისა და მამთი ძმითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მოინახულა. გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 4089712.77 ლარია. პროექტის ფარგლებში ჯამში 200-ამდე ადამიანი დასაქმდება აქედან 70 ადგილობრივი მოსახლეა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ბლექსი გრუპი“ ახორციელებს. მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე კი შუხუთი-აცანა-მამათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული გზით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი - შუხუთის, აცანას, მამათის, აკეთის, ზემო აკეთის, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობა ისარგებლებს. შუხუთი-აცანა-მამათის გზის მონაკვეთის სიგრძე 11 კმ და 242 მეტრია. გზის საერთო სიგანე 4.5 – 6.0 მეტრია. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 2 ხიდისა და 41 ერთეული მილხიდის რეაბილიტაციას. ასევე 8 ერთეული ახალი რკინაბეტონის მილხიდის, 144 მ გაბიონებისა და 137 ერთეული სპეცპროფილის ბეტონის პარაპეტების მოწყობას. ამასთანავე გაკეთდება 1570 გრძივი მეტრი ზღუდარები და 543 ერთეული მიმმართველი ბოძკინტები. შუხუთი-აცანა-მამათის გზა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთიდან იწყება, გზა სამ სოფელს შუხუთი, აცანა, მამათს გაივლის. უკვე რაბილიტირებული 6 კმ-იანი მამათი-ძიმითის გზა კი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზას უკავშირდება.