შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან

18 აპრილი 2013

 დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი ქართული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტების კრედიტუნარიანობის შესწავლა მოხდება, რის შედეგადაც გახდება ცნობილი თუ რამდენად გამარტივებულად შეძლებენ მუნიციპალიტეტები კომერციული სესხების აღებას ბანკებისგან და შემდგომ მათ ეფექტურად მართვას. შეხვედრას მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა ესწრებოდა, რომელმაც პროცესში ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩართულობის სურვილი გამოთქვა.