მგფ-ის დირექტორი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

10 თებერვალი 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, პირველ მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მსოფლიო ბანკის  (WB) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის (WB) მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.  

მსოფლიო ბანკი (WB) მუნიციპალური განვითარების ფონდთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. მისი დაფინანსებით განხორციელდა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა: კასპის სპორტკომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ძველსა და ახალ შუამთაში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, ბატონის სასახლის რეაბილიტაცია და ალავერდში „მაწვნის სახლის“ მშენებლობა.  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, როგორც დართლოს სახლების, ისე, გერგეთის სამებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. აღნიშნული  პროექტების  განხორციელება  ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა  და  ტურისტების  რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.