სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

29 იანვარი 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობსსახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდება ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი.

მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად, სოფელ ბაკურციხეში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძესახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე და მისი მოადგილე  დავით ტაბიძე.

ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, გადაწყვეტილია მოეწყოს ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი, წმინდანთან დაკავშირებული მცირე საგამოფენო  კუთხით, რისთვისაც ახალ შენობაში გათვალისწინებულია  შეხვედრების ოთახი მემორიალური საგამოფენო კუთხითასევე, გათვალისწინებულია არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 396 693,00 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმება. სამუშაოებზე  20 ადამიანია დასაქმებული.