შუამთა ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

26 დეკემბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. შესრულებული სამუშაოების დათვალიერების და ახალი ტურისტული ობიექტის გახსნის მიზნით   კახეთის რეგიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტი, მეუფე დავით მახარაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე  და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ. 

პროექტის ფარგლებში,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან აშენდა                             ვიზიტორთა-საინფორმაციო ცენტრი, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშოები, საფეხმავლო ბილიკები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ძველ შუამთასა და ახალ შუამთაში მოეწყო საერთო ჭაბურღილი და მოწესრიგდა წყლის პრობლემა.  მშენებლობა რეაბილიტაციას მხოლოდ 1 წელი დასჭირდა და მისმა ღირებულებამ 1 871 000 ლარი შეადგინა.

რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი,  არაერთ პროექტს ახორციელებს.  პროგრამის მიზაინია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და   საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, რაც  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.   ამასთან პროექტის განხორციელება   ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა  და   ახალ  და ძველ შუამთაში   ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს .

სამუშაოებზე 40 მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.