გალაქტიონ ბუაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

13 დეკემბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების  ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე და მისი პირველი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე  ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.   მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბაკის წარმომადგენლები - ჯორჯია კუციანა, ანდრეი დუშეკი და ნიკოლა ბურბულისი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხულში იმყოფებოდნენ და იმერეთის რეგიონში დაფინანსებული პროექტები მოინახულეს.