ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი დაფინანსდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და მისი ღირებულება 3,751,602.92 ლარს აღწევს.

რეაბილიტაცია ითვალისწინებს გზის  საფარის აღდგენას, სახიდე გადასასვლელების   და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას.   ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, ბორდიურებითა და ტროტუარებით, ეკლესიასთან დაგეგმილია ავტოსადგომის მოწყობა, მოინიშნება სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.  7კმ-იანი გზის სიგანე 5,5 მ-ია.  ამჟამად, ობიექტზე დასაქმებულია 35 ადამიანი. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის   სამი სოფლის მოსახლეობის საავტომობილო მიმოსვლასა და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.