თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩხარი - ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

4 აგვისტო 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩხარი - ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მოადგილემ თორნიკე თორაძემ მოინახულეს. საავტომობილო გზის სიგრძე 1,2 კმ -ია. აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია.  

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 400 ათასი ლარი შეადგინა. გზის სიგრძე  1,2 კმ-ია, საპროექტო  გზის საფარის სიგანე 5,5 მ, სადაც მოეწყო  ორი ფენა ასფალტო ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებული იყო ზედაპირული წყლის აცილების ქსელი-წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები, გრუნტის პროფილირებული არხების მოწყობა. პროექტის ფარგლებში 50 ადამიანი იყო დასაქმებული.