ევროპის საინვესტიციო ბანკისგან საქართველო დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს

29 ივლისი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომლები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს - იონას ბისტრომს, ჯორჯია კოუწიანას და ალექსანდრა ვილკომს შეხვდნენ.   შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის  გასული წლის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და მომავალი პარტნიორობის გეგმა დასახესევროპის საინვესტიციო ბანკისგან, საქართველოდამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხა საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

მხარეებს, ასევე დაგეგმილი აქვთ რეგიონებშისაქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროგრამისფარგლებში EIB-ის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების მონახულება.