სოფლად სახლის პროექტიის ფარგლებში კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

22 ივლისი 2016

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს სამეგრელოში იმ დევნილი ოჯახების ნაწილი მოინახულეს, რომელთაცსოფლად სახლისპროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ.

ბონდო ცაავას 4 სულიან ოჯახს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, სენაკში საცხოვრებელი სახლი შეუძინეს, რომელსაც 2.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაც აქვს, რევაზ ესართიას სამსულიან ოჯახს კი სოფელ თეკლათშ სახლთან ერთად 3.5 ჰა მიწა გადაეცა და 20 ოჯახი ფუტკარიც ჰყავს,  ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. ხობში კი საცხოვრებელი სახლი 1.5 ჰა მიწის ნაკვეთით მამუკა ჭუმბურიძის 6 სულიან ოჯახს უყიდეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით,   დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში არაერთი პროექტი განახორციელა.  სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა ბინებს წყალტუბოში (23 ბინა), ქუთაისში (65 ბინა), ფოთსა (112 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა). ასევე, ,,სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 61 ოჯახისთვის შეიძინა სახლი დასავლეთ საქართველოში.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ფონდს 100 ათასი ევრო აქვს დარჩენილი სახლების შესაძენად. მინისტრ სუბარის განმარტებით, აღნიშნული თანხით კიდევ 11 ოჯახი დაკმაყოფილდება.