უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამავდროულად მიმდინარეობს მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები.  სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - ჯუანშერ ბურჭულაძემ   დაათვალიერეს. პროექტის  მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში უბისის მონასტერთან გაკეთდება: საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე  მისასვლელი გზა და საპირფარეშო. პროექტის  ღირებულება 1 422 609 ლარია. გარდა  ტურისტული ინფრასტუქტურისა მიმდინარეობს უბისის მონასტრის რესტავრაცია. პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებსაც გაუუმჯობესდებათ სოციალური მდგომარეობა. რეგიონში ჩასულ  ტურისტებს კი  შესაძლებლობა  ექნებათ გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნონ  იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ  ძეგლების მიმდებარედ  გამართული ინფრასტრუქტურით.