წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გამყოფი ხაზის სოფლებში

15 თებერვალი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის- ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე, ზემო ხვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.   პროექტის ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი ლარია და ის  მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შესრულებული სამუშაო შეამოწმა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. 

პროექტის დასრულების  შედეგად  3000-ზე მეტი მოსახლე 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.  აღსანიშნავია, რომ სოფლები, ზემო და ქვემო ნიქოზი, ასევე,  ზემო ხვითი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 5 ჭაბურღილი, ერთი  რეზერვუარი, საქლორატორო და სატუმბი სადგური.  რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 კმ წყალმომარაგების ქსელს.  მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიზნით, დამონტაჟდა 880 ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი.