მგფ-ის და ADB-ის წარმომადგენლებმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

21 დეკემბერი 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით,  რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი - რუსთავის 17,4 კმ -იანი ავტომაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 96 685 218.40 ლარია. სწორედ, აღნიშნული პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია ფონდის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მისულ ადამიანებს.

უფრო კონკრეტულად კი, ფონდის თანამშრომლებმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლება ადგილობრივ მოსახლეობასთან პროექტის სარგებელსა და უსაფრთხოების საკითხებზე  ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თბილისი- რუსთავის ავტომაგისტრალის მნიშვნელობაზე,  პერსპექტივებზე, მიზნებზე, უსაფრთხოებისა  და გენდერთან დაკავშირებულ  საკითხებზეგანსაკუთრებული ყურადღება  საგზაო უსაფრთხოების თემებს დაეთმო. შეხვედრას  მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები,  ADB-ის თანამშრომლები,   ფონდი და პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ფონდის - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“- წარმომადგენელმა ისაუბრა  უსაფრთხოების ნორმების ცოდნისა და დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. მოსახლეობას ასევე დაურიგდა საგანგებოდ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თბილისი -რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რუსთავის მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრა 2015 წლის აპრილშიც გაიმართა. აღსანიშნაია, რომ,პროექტის დასრულებამდე,  ფონდის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას კვლავ შეხვდებიან.