წყლის რესურსების მართვის საკითხზე საჯარო დისკუსია გაიმართა

12 ნოემბერი 2015

სასტუმრო ,,Holiday Inn’’-ში  დღეს წყლის რესურსების მართვის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის  -,, მმართველობა განვითარებისათვის” (USAIDG4G), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტთან (ISET) პარტნიორობით მოეწყო.  საჯარო დისკუსიას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის  სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის  სამსახურის უფროსმა თენგიზ გოგოტიშვილმა - 24 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრა , რომელსაც ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად  მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ისახავს.

დიკუსიის ერთ-ერთი თემა  წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება იყო. აღნიშნული საკითხები განიხილეს დღეს, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ენერგეტის სამინისტროს, მუნიციპალური გავნითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტთან, ერიკ ლივნისთან ერთად.  საჯარო დისკუსიას ექსპერტები და ბიზნესმენებიც დაესწრნენ. 

USAID G4G-მა, 2014 წელს კონკრეტული შემთხვევების კვლევის შედეგად, წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული შემთხვევები შეისწავლა, რომლებიც სხვადასხვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ცხადყოფს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობა გეგმავს ჰიდროენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სექტორების მნიშვნელოვან ზრდას, რაც წყლის რესურსებზე არსებულ მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.