ბოდბე - ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზა გაიხსნა

15 სექტემბერი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბე -ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2 831 384,37 ლარია. რეაბილიტირებული გზა, რომელიც 6 სოფელს აკავშირებს დაბა წნორთან დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.  

არსებული გზა მთლიანად ამორტიზებული იყო და მას რეაბილიტაცია 30 წელია არ ჩასტარებია.  რეაბილიტირებული გზა, გარდა იმისა, რომ  6 სოფელს აკავშირებს დაბა წნორთან და სიღნაღთან, ასევე, ეს არის უმოკლესი გზა დედაქალაქთან დასაკავშირებლად.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, 6 სოფლის მოსახლეობისთვის  გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. გზის აღდგენის შედეგად მარტივად მოხდება გადაადგილება  დაბა წნორამდე, რომელიც  რეგიონის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. ასევე, გაადვილდება ლასიღნაღთან დაკავშირება, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტია.

რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა მთლინად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. პროექტ განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის  გრძელვადიანი დადებითი სოციალური ზეგავლენა  აქვს, კერძოდ, საცხოვრებელი და სატრანსპორტო პირობების გაუმჯობესების კუთთ, ვინაიდან,  ახალი გზა შეამცირებს არსებულ ნეგატიურ ზეგავლენას მოსახლეობაზე , როგორიცაა მტვერი, ვიბრაცია, გამონაბოლქვი და ხმაური. გზის რეაბილიტაციის შედეგად მგზავრობის დრო დაბა წნორამდე 35 წთ-დან 20 წთ-მდე შემცირდა.

პროექტის ფარგლებში გაკეთდა: არსებული ასფალტო-ბეტონის საფარის ფრაგმენტების მოხსნა; გზის გვერდულების გაწმენდა არსებული გრუნტისგანეზოებში შესასვლელებთან არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟიმიწის ვაკისის მოწყობა; ხელოვნური ნაგებობების მოწყობა; ბეტონის კიუვეტების და ლითონის მილების მოწყობაგზის საფარის მოწყობა. სამუშაოებზე  80 -მდე ადამიანი იყო დასაქმებული.