ფოთში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

2 თებერვალი 2015
ფოთის მუნიციპალიტეტში  32  კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებითახორცილებს. საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
32  კორპუსის  რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის თხოვნით საქართველოს მთავრობამ  2.382 657.3 ლარი გამოყო.  წინა ხელისუფლების პირობებში უხარისხოდ აშენებული კორპუსების კედლები მუდმივად სველი იყო, კორპუსის საძირკველში წყალი დგებოდა, რაც მოსახლეობისთვის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ქმნიდა. საძირკველში არსებული წყალი კი მთლიანად კორპუსის დანგრევის საფრთხეს წარმოადგენდა.
ფოთში იძულებით  გადაადგილებულ  პირთათვის  32  ახალი კორპუსის გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის აპრილში დასრულდება. პროექტის დასრულების აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ 1168 ოჯახს სრულად  მოუწესრიგდება არსებული პრობლემები. სამუშაოებზე 135 ადამინია დასაქმებული, მათგან 65 კი ადგილობრივი მცხოვრებია.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს „ჯავა“  აწარმოებს