მგფ-ი 110 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს

10 ივნისი 2014

110 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შემოდგომაზე ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. მუნიციპალური  ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქუთაისში 110 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ოცხელის ქუჩაზე მდებარე  ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციას ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID-ის) დაფინანსებით ახორციელებს.  პროექტის საერთო ღირებულება   4,356,899.00 ლარია.