თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

22 მარტი 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში  საკანალიზაციო  კოლექტორების რეაბილიტაციას ახორციელებს.  პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 538 000 ლარია.  სამუშაოების მიმდინარეობას  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნო.