სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

10 თებერვალი 2017

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე, საფეხბურთო სკოლას აშენებს. მშენებლობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,   აბაშისა და მარტვილის  მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია  და  სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია იმყოფებოდნენ.