სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

30 იანვარი 2017

  საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, სოფელ ბაკურციხეში არსებულ კულტურის ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - ზურაბ ალავიძემ,  კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  - გალაქტიონ ბუაძემ  და მისმა მოადგილემ დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.