სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

29 იანვარი 2017

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს.  სახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდება ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი.