ზაფხულში თბილისში ახალი მეტროსადგური გაიხსნება

16 იანვარი 2017

 თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა,  მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“   მშენებლობა,  აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის   ღირებულება 83,000,670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.