სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს

30 დეკემბერი 2016

 საქართველოს მუიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, წმინდა გიორგის უბანში, საბავშვო ბაღს აშენებს.  მშენებლობის პროცესი, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მცხეთა მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.