თელავში ბატონის სასახლის მიმდებარედ ახალი მუზეუმი შენდება

28 დეკემბერი 2016

 თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. მუზეუმის სამშენებლო  სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ,  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.