მუნიციპალური განვითარების ფონდმა 66 მუნიციპალიტეტისთვის სპეც-ტექნიკა შეიძინა

26 დეკემბერი 2016

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ტექნიკის ნაწილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადასცეს.