ADB-ის მისიამ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

24 ნოემბერი 2016

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვიააღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ფონდის დირექტორის მოადგილემ დავით ტაბიძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.