თელავში ბატონის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, თელავში, ბატონის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. სამუშაოების ღირებულება 6 423 430  ლარს აღწევს.