წილკნის მოსახლეობას ნალექიან ამინდში გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება

25 აგვისტო 2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილი 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს.