ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

31 აგვისტო 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.