გამწვანების აქცია მახათას მთაზე

31 მარტი 2016

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მახათას მთაზე სხვადასხვა სახეობის 2600 ძირი ნერგი დარგო.  დღეს გამწვანების აქციაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი მოადგილე დავით ტაბიძე ფონდის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ.