მგფ-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ -იანი ქვაფენილის გზა დააგო

11 მაისი 2015

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ-იანი ქვაფენილის გზა დააგო. ბოლნისში,ელიას მთაზე მონასტრის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მონასტრამდე მისასვლელი გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ღირებულება 312456,36 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.  ახლად დაგებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად გახსნა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.