მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაციას განახორციელებს

6 მაისი 2015

 თელავში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს. სარეაბილიტაციო პროექტების დეტალური კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა წარადგინა. სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელებისათვის საბოლოო პროექტის განხილვა  ექპსერტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან  ფონდის ინიციატივით მხოდა. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედის განვითარებას კახეთის რეგიონში.