ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილ 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

2 მაისი 2015

 ფოთის მუნიციპალიტეტში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმასაქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.

რეაბილიტირებული კორპუსები დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა  და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ერთად დაათვალიერეს და  ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
32 კორპუსის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური  განვითარების ფონდისთხოვნით საქართველოს მთავრობამ  2.382 657.3 ლარი გამოყო, რომ 1168 ოჯახს   წინახელისუფლების პირობებში უხარისხოდ აშენებული კორპუსების შედეგად არსებული პრობლემები მოგვარებოდა. უხარისხო მშენებლობის გამო საცხოვრებელი კორპუსებისკედლები მუდმივად სველდებოდა,  საძირკველში  კი წყალი დგებოდარაცმოსახლეობისთვის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ქმნიდა.  საძირკველში არსებულიწყალი კი კორპუსის მთლიანად დანგრევის საფრთხეს წარმოადგენდა.
რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნული პრობლემები  სრულად არის აღმოფხვრილი.ფოთში იძულებით  გადაადგილებულ  პირთათვის  32  ახალი კორპუსის გარე ჰიდრო დათბოიზოლაციის სამუშოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა. პროექტის დასრულების შედეგად აღნიშნულ დასახლებაშიმცხოვრებ 1168 ოჯახს სრულად  მოუწესრიგდა არსებული პრობლემებისამუშაოებზე 135ადამინი იყო დასაქმებულიმათგან 65 ადგილობრივი მცხოვრებია.სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა კომპანია შპს „ჯავამ“ განახორციელა .