ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი

6 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: ასპინძა
დონორი: WB

2017 წლის 7 ივლისს 14:00 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი „ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს არსებული ავტოსადგომის, საზოგადოებრივი ტუალეტის, სარეკრეაციო პლატფორმის, ვიზიტორთა ცენტრის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობასა და ძეგლზე უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებას.

 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge ), ასევე შემდეგ მისამართებზე:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - . თბილისი, . აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202.

საკონტაქტო პირები

ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 5 98 88 20 19, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

 

 

მიხეილ მაისურაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ელ-ფოსტა: anzor.alelishvili@gmail.com, ტელ : 551 744 004

 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

 

გმ- ვანის ქვაბებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა