დოკუმენტები

21 დეკემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს დაბა აბასთუმანში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 17 სახლის (#56. #58. #62. #64. #66. #68. #70. #72. #76. #78. #80. #84. #94. #96. #100. #102. #104) რეაბილიტაციას.
19 დეკემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB

ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ავტოსადგომის მოწყობა

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზედაზენის მონასტერთან (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ავტოსადგომის მოწყობა. სარეაბილიტაციო გზა (სიგრძე 6305 მ) იწყება სოფელ საგურამოში და სრულდება ზედაზენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
30 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი „აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია“ განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტი ითვალისწინებს ავტოსადგომისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობას, ტელესკოპი AZT-11 ცენტრალური შენობის რეაბილიტაციას, მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და არსებული საბაგიროს რეაბილიტაციას.
10 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

“თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მე-2-ე მონაკვეთი) მოდერნიზაციის პროექტი – SUTIP 3”

“თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის (მონაკვეთი 2)” პროექტისთვის, სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტი მინიჭებულ იქნა 2016 წლის 12 დეკემბერს, ხოლო 2017 წლის 28 თებერვალს გაიგზავნა სამუშაოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც კონტრაქტორს მიეცა საპროექტო არეალში შესვლის უფლება.
9 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB

მცხეთის კინოთეატრის შენობის ადაპტაცია არქეოლოგიურ მუზეუმად

ქვე-პროექტი „მცხეთის კინოთეატრის შენობის ადაპტაცია არქეოლოგიურ მუზეუმად“ ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
29 სექტემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია

პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად. აღნიშნული ცენტრალური უბანი მცირე სკვერითა და ისტორიული განაშენიანებით,
გამორჩეული კულტურული ღირებულების მქონე ურბანული მონაკვეთია, რომლის რეაბილიტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საკუთრივ დაბის, ასევე ზოგადად რეგიონისათვის.
1 სექტემბერი 2017

აუდიტორული დასკვნა

2017 წ. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების „Deloitte“-ის; „Grant Thornton”-ის და „KPMG”-ის მიერ ჩატარდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2016 წლის საქმიანობის შემოწმება (პროექტებისა და ფონდის, როგორც ორგანიზაციის ჭრილში). აუდიტორული შემოწმების შედეგად საქმიანობის ყველა მიმართულების მიხედვით მიღებულია დადებითი შეფასება.
18 აგვისტო 2017
მუნიციპალიტეტი: ბორჯომი
დონორი: WB

ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას (სიგრძე-7700 მ).
10 აგვისტო 2017
მუნიციპალიტეტი: ჭიათურა
დონორი: WB

კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP2) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება ქვე-პროექტი „კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა“.

4 აგვისტო 2017
მუნიციპალიტეტი: ჭიათურა
დონორი: WB

კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა

2017 წლის 9 აგვისტოს 12:30 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტის მონასტერში გაიმართება ქვე-პროექტის - „კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.